ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ექვს თვეში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, რომელიც იქნება, მათ შორის, რეფერენდუმი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონთან დაკავშირებით

ექვს თვეში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, რომელიც იქნება, მათ შორის, რეფერენდუმი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონთან დაკავშირებით
ექვს თვეში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, რომელიც იქნება, მათ შორის, რეფერენდუმი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, ყველა უნდა დაელოდოს არჩევნებს.
„ამ კანონის სახალხო ლეგიტიმაციას რაც შეეხება, სულ რაღაც ექვს თვეში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, რომელიც იქნება მათ შორის, რეფერენდუმი ამ კანონთან დაკავშირებით. ყველა ძალიან კარგად ნახავს, რომ, საბოლოო ჯამში, ამ კანონს ექნება დაახლოებით 60-პროცენტიანი მხარდაჭერა ქართულ საზოგადოებაში. შესაბამისად, ყველა დაელოდოს არჩევნებს და ნურავინ, პირველ რიგში, სალომე ზურაბიშვილი ნუ ისაუბრებს ქართველი ხალხის სახელით, როცა ის პირდაპირ ღალატობს ქართველ ხალხს და ქვეყნის კონსტიტუციას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Next: კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ სპორტსმენების პოლიტიკურ სიბინძურეში გასვრის მცდელობა უმდაბლესი საქციელია, ვპირდები თითოეულ სპორტსმენს, მთავრობა იქნება მათ გვერდით

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.