„ეფ-ეს-ბე“ – ყირიმის ხიდზე უკრაინის სპეცსამსახურების ტერაქტის მცდელობა აღვკვეთეთ – ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილმა ავტომობილმა რუსეთ-საქართველოს საზღვარი ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე გადაკვეთა

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, უკრაინული სპეცსამსახურების მიერ ყირიმის ხიდზე ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი ავტომობილის აფეთქების მცდელობა აღკვეთეს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„თვითნაკეთი, მაღალი სიმძლავრის ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი ავტომობილი უკრაინიდან რუსეთში ტრანზიტით, რამდენიმე ქვეყნის გავლით ჩავიდა. მან რუსეთ-საქართველოს საზღვარი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა-ალანიაში, ზემო ლარსის საერთაშორისო საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე გადაკვეთა და კერძო მძღოლის მიერ მართული ავტომობილით კრასნოდარის მხარეში უნდა გამგზავრებულიყო“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მათი მტკიცებით, ამის შემდეგ იგეგმებოდა ავტომობილის გადაცემა იმ ადამიანისთვის, ვინც მას ყირიმის ხიდზე გაატარებდა და „უნებლიე თვითმკვლელ ტერორისტად“ იქცეოდა.
„უკრაინელი ტერორისტების ხრიკების მიუხედავად, „ეფ-ეს-ბე“- მ მოახერხა მათი გეგმების ოპერატიულად გამოვლენა, „შევროლე ვოლტში“ შენიღბული ასაფეთქებელი მოწყობილობის იდენტიფიცირება და განეიტრალება და ყველა იმ პირის დაკავება, ვინც მისი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე შემოტანაში მონაწილეობდა“, – აცხადებენ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში.
მათი ინფორმაციით, მომხარდზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და „დანაშაულის ყველა ორგანიზატორი და თანამონაწილე დაისჯება“.
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, რომ დაკავებული არიან დანაშაულის თანამონაწილეები, მათ შორის მძღოლი, რომელმაც, უწყების მტკიცებით, არ იცოდა, რა ხდებოდა და შესაძლოა, „თვითმკვლელი ტერორისტი“ გამხდარიყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია