„ეფესბეს” ხელმძღვანელი – შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვა პირდაპირ კავშირშია „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმასთან

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო პირდაპირ კავშირშია „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტთან, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორმა, ალექსანდრე ბორტნიკოვმა ბიშკეკში, დსთ-ს ქვეყნების უსაფრთხოებისა და სპეციალური სამსახურების უწყებების ხელმძღვანელთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„გამოძიება გრძელდება, მაგრამ უკვე შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვა პირდაპირ კავშირშია ამ თავდასხმასთან. მინდა დაგარწმუნოთ, რომ დანაშაულის ყველა გარემოება დადგინდება და ყველა მონაწილე დაისჯება“, – აღნიშნა ბორტნიკოვმა.
შეგახსენებთ, მოსკოვის ოლქში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა 22 მარტს განხორციელდა. ბოლო მონაცემებით, თავდასხმას 140-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ