ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა - პია კაუმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა - საუბარი გასულ წელს ჩატარებული არჩევნების შემდეგ ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულებას შეეხო

შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაზე საუბარი გასულ წელს ჩატარებული არჩევნების შემდეგ ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულებაზე იყო ორიენტირებული, - ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ტაშკენტში საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ასამბლეის ფარგლებში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პია კაუმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს, ნიკოლოზ სამხარაძეს შეხვდა. საუბარი გასულ წელს ჩატარებული არჩევნების შემდეგ ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულებაზე იყო ორიენტირებული“, - წერს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.