ეუთო/ოდირის ხელმძღვანელობას არჩევნებიდან 4 დღის თავზე შევხვდი. მისიის დამკვირვებლებს არცერთი შემთხვევა არ უნახავთ ამომრჩევლის მოსყიდვის

მე პირადად შევხვდი ამ მისიის {ეუთო/ოდირის} ხელმძღვანელობას არჩევნებიდან სადღაც 4 დღის თავზე და ვთხოვე მათ, რომ მოეწოდებინათ ჩემთვის ინფორმაცია, კონკრეტულად რას გულისხმობდნენ ისინი, სხვადასხვა ხარვეზებთან დაკავშირებით, რომლებიც ანგარიშში იყო ჩამოთვლილი და შემიძლია, ამის უფლება მაქვს, რომ საჯაროდ ვილაპარაკო, იმიტომ, რომ ამაზე მათგანაც ვითხოვე თანხმობა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
როგორც სამხარაძე აღნიშნავს, ეუთოს მისიის დამკვირვებლებს არცერთი შემთხვევა არ უნახავთ ამომრჩევლის მოსყიდვის.
„რაც შეეხება ამომრჩევლის მოსყიდვას, ეუთოს მისიის დამკვირვებლებს არცერთი შემთხვევა არ უნახავთ ამომრჩევლის მოსყიდვის.
რაც შეეხება ძალადობის ფაქტებს, ეუთოს მისია მხოლოდ ერთ ფაქტს შეესწრო, ერთ კონკრეტულ უბანზე, როდესაც როგორც თვითონ მომიყვნენ, ერთ-ერთმა დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენელმა ხელი დაარტყა კომისიის წევრს. ამ შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარემ იმოქმედა ძალიან პროფესიულად, როგორც მათ თქვეს, დახურა ცოტახნით უბანი და ნახევარი საათის მერე ეს უბანი გაიხსნა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, რომელიც მათ დააფიქსირეს.
რაც შეეხება ამომრჩევლის დაშინებას, მე ვკითხე რა იგულისხმება ამაში, გინახავთ თუ არა თქვენ ფაქტები. მათ თქვეს, რომ ჩვენ პირადად დაშინების ფაქტი არ გვინახავს, უბრალოდ რასაც ვგულისხმობთ ამაში ეს არის ის, რომ უბნებზე იყო კამერები, ერთი და მეორე, უბნების გარეთ ადამიანები, აგიტატორები თუ კოორდინატორები ახდენდნენ აღრიცხვას საკუთარი ამომრჩევლის. მე მათ ვუთხარი, რომ თქვენ ალბათ იცით, რომ არც კამერა და არც ამომრჩევლის აღრიცხვა არალეგალური საქმიანობა არ არის და კანონსაწინააღმდეგო საქმიანობა არ არის, მათ მითხრეს, რომ კი ვიცითო.
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ვკითხე მათ რას გულისხმობდნენ და მათ მითხრეს, რომ ამაში იგულისხმება მერების ჩართულობა კამპანიის დროს. მერი არ არის ადმინისტრაციული რესურსი, მერი არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, ის არის არჩეული ადამიანი, მითუმეტეს ამა თუ იმ პარტიის წარმომადგენელია, ამ შემთხვევაში „ ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არიან უდიდესი უმრავლესობა და მათ თავისუფლად შეუძლიათ კამპანიაში მიიღონ მონაწილეობა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება