არქივი20 დეკემბერი, 2024, 19:56
ეუთოს 38 სახელმწიფო: მოვუწოდებთ საქართველოს, ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში

ეუთოს 38 სახელმწიფო საქართველოს შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლებების შესანარჩუნებლად კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდებს.
38-მა სახელმწიფომ ვენის მექანიზმი გაააქტიურა, რაც ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის გაცვლას გულისხმობს.
"მოვუწოდებთ საქართველოს, ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლებების შესანარჩუნებლად", – ვკითხულობთ საფრანგეთის საელჩოს განცხადებაში.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.