“ეს ძალიან არაქართული საქციელი იყო”- ფიშერი ბათუმში მომხდარ ინციდენტზე

“საქართველოსა და გერმანიას შორის მეგობრობა გაგრძელდება. მე პირადად საქართველოს მეგობარი ვარ და ჩემი საქმეა გავაკეთო ყველაფერი რომ გავაგრძელოთ მეგობრობა, რომელიც ახლა დაძაბულია. ბათუმში ცოლთან ერთად ვსეირნობდი. გამოჩნდა ვიღაც კაცი, რომელმაც დაიწყო ყვირილი. ქართველმა ქალმა და კაცმა, რომლებთან ერთადაც ვიყავით, უთხრეს რომ დაწყნარებულიყო და წასულიყო. ანალოგიურისაკენ მოუწოდეს სხვა ქართველებმაც, რომლებიც ჩვენს გარშემო იდგნენ. რაც სიმშვიდის მიზეზია არის ის, რომ მას არავინ შეუერთდა და ყველა ვინც იქ იყო, უთხრა, რომ არასწორი იყო. და ის წავიდა. ძალიან სასიამოვნო იყო, რომ მივიღე უამრავი შეტყობინება და აქაც მოვიდნენ და მითხრეს რომ შეწუხებულები არიან. ეს ძალიან არაქართული საქციელი იყო”.
– განაცხადა გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა “ფორმულას ეთერში.
შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პეტერ ფიშერს ბათუმში, 18 მაისს, მოქალაქე ვალერი ქოჩიაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა