ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ეს ჩვენი ბოლო განსაცდელია – თინა ხიდაშელი

“ეს ჩვენი ბოლო განსაცდელია”- ასე ეხმიანება თინა ხიდაშელი პარლამენტის მიერ, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევას.
ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ ოქტომბერში უკვე ოპოზიცია გაიმარჯვებს, რომელიც საოცნებო სახელმწიფოს ააშენებს.
“ნამდვილად მძიმე დღეა. შეიძლება ვხუმრობთ ბევრს, არ ვიმჩნევთ, მაგრამ ნამდვილად მძიმე დღეა და ამ დღის სიმძიმე ეყოფა იმ 84-ს მთელი სიცოცხლის მანძილზე
ჩვენ კი, იმის შემდეგ რაც სახელოვნად დავამარცხებთ ამ რუსებს, ორი თვის მანძილზე თბილისის ქუჩებში გადმოღვრილი ენერგიით, ერთად შევუდგებით იმ სახელმწიფოს შენებას რომელზეც ყველა ერთად ვოცნებობთ, რომელსაც უმღეროდით ამ 45 დღის განმავლობაში!”- წერს თინა ხიდაშელი.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.