ეს ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა იყო. შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ ჩვენ ეს კანონი გავაუქმოთ

ირიბად, ეს ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმურობას აღიარებენ, რადგან ითხოვენ, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტმა გააუქმოს კანონი – მთავრობა ვერ გააუქმებს კანონს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პაატა სალიამ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებული რეზოლუციის კომენტირებისას.
აღნიშნული რეზოლუცია საქართველოში მიღებულ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონს ეხებოდა.
სალიას თქმით, საქართველოს მისამართით ხშირ შემთხვევაში ურთიერთ წინააღმდეგობრივი განცხადებები ისმის.
„ხშირ შემთხვევაში არის ურთიერთ წინააღმდეგობრივი განცხადებები. ახლაც, ერთი მხრივ, როდესაც ევროსტრუქტურებში ცდილობენ ჩვენი დელეგაციების უფლებამოსილება არ ცნონ, ამავდროულად, იმ პარლამენტს, რომელმაც წარადგინა ეს დელეგაციები, სთხოვენ, რომ გააუქმოს ადრე მიღებული კანონი.
რაც შეეხება კანონს, ეს ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა იყო. შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ დღეს ჩვენ ეს კანონი გავაუქმოთ, არ არსებობს. მეტიც, ჩვენ ვხედავთ, როგორ შეიცვალა პოლიტიკა აშშ-ში 5 ნოემბრის არჩევნების და უშუალოდ, პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ. ჩვენ ვხედავთ, მსოფლიო ნელ-ნელა უბრუნდება იმ ღირებულებებს, რაზეც იდგა ევროპა, რაზეც დგას მთელი დასავლეთი. იმედია, ევროპაც ადრე თუ გვიან და იმედი მაქვს, რომ მალე, დაუბრუნდება სწორედ იმ ღირებულებებს, რისთვისაც საქართველო ევროპისკენ მიიღწვის“, – აღნიშნა სალიამ.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ დროებითი რეზოლუცია მიიღო, სადაც დაგმობილია პარლამენტის მიერ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა