ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ეს შეცდომა არ არის, ეს სერიოზული დანაშაულია” – ევროპარლამენტარი წყლის ჭავლში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე

“ეს შეცდომა არ არის, ეს სერიოზული დანაშაულია” – ევროპარლამენტარი წყლის ჭავლში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე

პოლონელი ევროპარლამენტარი, კშიშტოფ ბრეიზა BBC-ის რეპორტაჟის შემდეგ დამოუკიდებელი გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს და ტვ პირველთან, ამბობს:
BBC-ის რეპორტაჟი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ხელისუფლებამ შესაძლოა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძველი ქიმიური იარაღი, სახელად „კამიტი“, გამოიყენა, ძალიან შემაშფოთებელია.
ამ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ადამიანებს კანის წვა, სუნთქვის პრობლემები, ძლიერი ხველა და გულის პრობლემებიც კი აღენიშნებოდათ. ეს ცრემლსადენ გაზზე ნორმალური რეაქციები არ არის, ეს გაცილებით უარესია.
თუ ეს ინფორმაცია სიმართლეა, ეს ნიშნავს, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ტოქსიკური იარაღი გამოიყენეს. ეს შეცდომა არ არის, ეს სერიოზული დანაშაულია და ადამიანის უფლებებისა და ევროპული ღირებულებების აშკარა დარღვევაა.
მე მჯერა, რომ უნდა ჩატარდეს სრული, პატიოსანი და დამოუკიდებელი გამოძიება. ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა დაისაჯოს.
საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა. მისი გზა ევროპისკენ თავისუფლებაზე, სამართლიანობასა და პატივისცემაზე უნდა იყოს აგებული და არა შიშსა და ძალადობაზე”, – განაცხადა კშიშტოფ ბრეიზამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.