ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ეს შეურაცხმყოფელი, აუტანელი და მიუღებელია" - ალბანელებმა საქართველოსთან მატჩამდე UEFA-ში იჩივლეს

"ეს შეურაცხმყოფელი, აუტანელი და მიუღებელია" - ალბანელებმა საქართველოსთან მატჩამდე UEFA-ში იჩივლეს

ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ჩეხეთთან საგარეო მატჩის შემდეგ, რომელიც მათმა გუნდმა 0:2 დათმო, UEFA-ში იჩივლა. საქმე იმაშია, რომ პრაღაში გამართული შეხვედრის მიმდინარეობისას, სტადიონზე რასისტული და შეურაცხმყოფელი ბანერები იყო გამოფენილი.
"ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია კატეგორიულად გმობს სამარცხვინო ქმედებებს, რაც მოხდა ჩეხეთთან მატჩის დროს. რასისტული სკანდირები და ალბანეთის დროშის შეურაცხყოფა აუტანელი და მიუღებელია ფეხბურთის მოედანზე. ეს სერიოზული აქტი და ღია თავდასხმაა ქვეყნის ღირებულებებზე.
ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება რასიზმისა და შეურაცხყოფის ნებისმიერ ფორმას, რომელიც მიმართულია ეროვნული სიმბოლოების მიმართ და მიმართავს უეფას საჩივრით სასწრაფო დისციპლინური
ზომების მოთხოვნით. AFL-მა დაუყონებლივ უპასუხა ჩეხეთთან მატჩის პირველი ტაიმის დროს მომხდარ ფაქტს და ორგანიზატორებს სთხოვა სასწრაფო ზომების მიღება ამ ქმედებების წინააღმდეგ, რათა თავიდან აიცილონ სიტუაციის შემდგომი ესკალაცია", - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ალბანელთა მორიგი მეტოქე საქართველოს ნაკრები იქნება და მატჩი დღეს "მიხეილ მესხზე" 20:00 საათზე დაიწყება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.