ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ეს შეტყობინებები პრეზიდენტ ტრამპს ნათლად და ერთსულოვნად გადავეცით” – მერცი

“ეს შეტყობინებები პრეზიდენტ ტრამპს ნათლად და ერთსულოვნად გადავეცით” – მერცი

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, სერიოზულად მოეკიდოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინადადებას უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების შესახებ.
„დღეს რუსეთს აქვს შესაძლებლობა, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები“, – აღნიშნულია გერმანიის მთავრობის მეთაურის ოფიციალურ განცხადებაში.
მერცის თქმით, დღეს ალასკაში ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრის მთავარი მიზანი სამიტია, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება.
„ველით, რომ პრეზიდენტი პუტინი სერიოზულად მიიღებს პრეზიდენტ ტრამპის წინადადებას მოლაპარაკებების შესახებ და ალასკაში შეხვედრის შემდეგ უკრაინასთან მოლაპარაკებებს უპირობოდ დაიწყებს“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
მერცის თქმით, ტერიტორიული საკითხების მოგვარება მხოლოდ უკრაინელების თანხმობით არის შესაძლებელი.
„ეს შეტყობინებები პრეზიდენტ ტრამპს ანკორიჯში გამგზავრებამდე ნათლად და ერთსულოვნად გადავეცით. მასთან კონტაქტს კვლავ ვაგრძელებ. პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია მშვიდობის დამყარებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.