"ეს ფეხბურთელი მსოფლიოში ყველაზე დაუფასებელია" - ტიერი ანრი
ფრანგის თქმით, "ატლეტიკოს" შემტევი მსოფლიოში ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთლია.
"როდესაც გრიზმანს ვუყურებ, ვრწმუნდები, რომ შრომისმოყვარეობა ყველაზე დიდი ტალანტია. ანტუანი მსოფლიოში ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელია და ეს არანაირ ეჭვს არ იწვევს. მბაპეს შესახებ ხშირად ვსაუბრობთ, თუმცა შეხედეთ გრიზმანის პასებსა და გატანილ გოლებს...
დამისახელეთ ფეხბურთელები, რომლებსაც შემტევ ხაზში ოთხივე პოზიციაზე თამაში შეეძლოთ, ასეთი ისტორიაში ბევრი არ ყოფილა, გრიზმანი კი ერთ-ერთი მათგანია", - განაცხადა ანრიმ.
შეგახსენებთ, ანტუან
გრიზმანმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჯამში 38 მატჩი გამართა, თავი კი 19 გატანილი გოლითა და 7 საგოლე პასით გამოიჩინა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.