ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ეს უნივერსიტეტია და არა ზოოპარკი” – სტუდენტების შეურაცხყოფა და შევიწროება თსუ–ში დღესაც გრძელდება

“ეს უნივერსიტეტია და არა ზოოპარკი” – სტუდენტების შეურაცხყოფა და შევიწროება თსუ–ში დღესაც გრძელდება

დღეს თსუ–ს ადმინისტრაციამ კიდევ ერთი ახლი წესი შემოიღო, ამჯერად, სტუდენტებს უცხადებს დაცვა, რომ ღამით 10 სტუდენტზე მეტი ვერ დარჩება უნივერსიტეტში.
კარები ისევ ჩაკეტილია, როგორც “დაფიონის” გვერდზე გავრცელებული ვიდეოდან ჩანს. სტუდენტები სვამენ კითხვას, რატომ უკეტავენ კარებს და პასუხს არავინ სცემს.
სტუდენტებმა ისიც იკითხეს, როგორ მოხვდა გუშინ ღამით უცხო პირი, თუ შენობა ასეთი დაცულია, უნივერსიტეტის შენობაში, რაზედაც ასევე არ უპასუხეს.
სტუდენტებმა შეასრულეს საქართველოს ჰიმნი, უნივერსიტეტის დაცვის წევრმა თქვა, რომ მათთან ერთად, ჰიმნს არ შეასრულებს. “თუნდაც არ მოგწონდეთ, ჰიმნია ეს ქვეყნის”, – ეუბნებიან მას სტუდენტები.
“თურმე, ფანჯარასთან ჯდომა გასატეხია და ჰიმნზე რომ გულზე ხელს არ იდებს, ეს არაა გასატეხი, თურმე, ბავშვებს რომ უსწორდებიან, ეს არაა გასატეხი და მონის მონა სამუშიას რომ ემონებიან, ეგ არაა გასატეხი, ამას ქვია სამუშიას დაცვა და არა უნივერსიტეტის დაცვა”, – ამბობს კიდევ ერთი სტუდენტი.
სტუდენტების ცნობით, დერეფნების ნაწილი ჩაბნელებულია.
მოგვიანებით, იგივე ვიდეოს მიხედვით, სტუდენტებთან ამჯერად დაცვის უფროსი მივიდა, რომლის პირველი წინადადება იყო ეს: – “ეს არის უნივერსიტეტი და არა ზოოპარკი, რა…”
რექტორი, ჯაბა სამუშია სტუდენტებთან ისე არ გამოჩენილა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.