“ეს ტყუილია, სრული აბსურდია” – რა დაპირებით ცდილობს პუტინი ევროპის გაჩუმებას და გაჩერებას?

თუ კიევი უარს იტყვის არსებით მოლაპარაკებაზე, რუსეთი ტერიტორიების გათავისუფლებას სამხედრო გზით მიაღწევს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა.
„თუ მოწინააღმდეგე მხარე და მათი უცხოელი მფარველები უარს იტყვიან არსებით საუბარში ჩართვაზე, რუსეთი თავისი ისტორიული მიწების განთავისუფლებას სამხედრო გზით მიაღწევს“, – აღნიშნა პუტინმა.
ამასთან, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთი ევროპასთან ომს არ აპირებს.
„ევროპაში ხალხს თავებს რუსეთთან გარდაუვალი შეტაკების შიშით უჭედავენ, თითქოს დიდი ომისთვის უნდა მოემზადონ. არაერთხელ მითქვამს, ეს ტყუილია, სრული აბსურდია“, – განაცხადა პუტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია