პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ეს სიცრუეა"- რას აცხადებს მამუკა ჯუღელი?

რამდენიმე დღის წინ იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ნაპოლი" და ხვიჩა კვარაცხელია ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან. ქართველი ფეხბურთელის აგენტმა მამუკა ჯუღელმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში აღნიშნული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები ჯერჯერობით არ მიმდინარეობს.
"არ არის სიმართლე, ამაზე საუბარი არ ყოფილა, კრისტიანოც ჩამოსულია და ეგეთი ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს. ჯერ ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები სერიოზულად არ მიმდინარეობს", - განაცხადა ჯუღელმა.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას "პარტენოპეისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის 30 ივნისს ეწურება. "კვარამ" მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე 28
მატჩი გამართა, თავი კი 5 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 თებერვალი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.