ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ეს საქმიანობა დამღლელია, მის ფსიქოლოგიურ სტრესს გაგებით მოვეკიდეთ - კობახიძე მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლაზე

ეს საქმიანობა დამღლელია, მის ფსიქოლოგიურ სტრესს გაგებით მოვეკიდეთ - კობახიძე მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლაზე

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ეხმაურება თავისი თანაგუნდელის, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან მოულოდნელ წასვლას.

27 აგვისტოს ჟურნალისტებთან საუბრისას კობახიძემ მდინარაძეს საჯარო მადლობა გადაუხადა „მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, სამსახურისთვის ქვეყნის წინაშე და დამსახურებისთვის გუნდის წინაშე“, შემდეგ კი თქვა:

„ჩვენთვის სამწუხაროა ის გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო. ჩვენ გვქონდა შეხვედრა გუშინ, ასევე დღეს, მათ შორის გვქონდა კონსულტაციები ბიძინა ივანიშვილთან“.

რაჭაში მყოფმა ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა: „ეს იყო მისი გადაწყვეტილება. ჩვენ ვცადეთ, ის დაგვერწმუნებინა საპირისპირო გადაწყვეტილებაში, თუმცა, მას მყარი პოზიცია ჰქონდა ჩამოყალიბებული“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.