არქივი22 თებერვალი, 2026, 16:36
"ეს საბოლოო ბრძოლაა, ფეჰლევი დაბრუნდება" - სკანდირებენ სტუდენტები (ვიდეო)

სოციალურ ქსელში ირანის სხვადასხვა ქალაქში აიათოლას რეჟიმის საწინააღმდეგო გამოსვლების კადრები ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტებში სტუდენტები ანტისამთავრობო შეძახილებს სკანდირებენ.
მოცემული ვიდეო ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ მეშჰედში სტუდენტების საპროტესტო მსვლელობას ასახავს. "ეს საბოლოო ბრძოლაა, ფეჰლევი დაბრუნდება" - სკანდირებენ, გავრცელებული ინფორმაციით, სტუდენტები.
ვიდეო: OSINTdefender
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.