ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ეს პუტინის ვერშემდგარი “ვასალი” რომ დაისვა მაგიდასთან ოპოზიციამ, მაშინ ვთქვი – დაღმართით წავა პროცესი თქო და ასეც მოხდა – თაკო ჩარკვიანი ბურჯანაძეზე

“ეს ბურჯანაძე, ეს “ეროვ – ნული” ფსკერი ( განსაკუთრებით ამ დღეებში მახსენდება, პუტინის მიერ ჩადენილი ნავალნის მკვლელობის დროს) აი ეს “კრუპსკაია” მაგიდასთან რომ დაისვა ოპოზიციამ, რუსის ჯარის შემოყვანის მოსურნე ( “500 კაცი რომ მოკვდეს არაფერიაო” რომ ამბობდა, მერე მიშა გრუს ჯარს ელაპარაკოსო”)”– წერს თაკო ჩარკვიანი ნინო ბურჯანაძესთან დაკავშირებით.
ეს პუტინის იდეის გამხმოვანებელი და საქართველოსთვის უბლოკო სტატუსის შემომთავაზებელი ღიად, ეს პუტინის ვერშემდგარი “ვასალი” რომ დაისვა მაგიდასთან ოპოზიციამ, აი მაშინ ვთქვი – დაღმართით წავა პროცესი თქო და ასეც მოხდა.
ხალხი ბრძენია, არიან “პოლიტ პუტინკები”, რომელთა გამოჩენა და “დამოძღვრა” ტვ ეკრანიდან ხალხს არ უნდა აკადრო, 21-ე საუკუნეა გარეთ, უბრალოდ თავმოყვარეობის და ეროვნული ღირსების საქმეა ….. თუ არ “გავნულდით” მართლა!”- წერს თაკო ჩარკვიანი.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.