“ეს პროცესი დასასრულებელია თუ არადა პროექტს ვხურავ” – რას წერდა კეზერაშვილი სააკაშვილს წერილში, რომელიც “კურიერი P.S.”-მა მოიპოვა და რა მიიღო ენმ-მ მანიფესტის გაფორმებით

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარის, ს პარტიიდან გაშვება გადაიდო, მაგრამ ცოტა ხანში, შესაძლოა მშობლიური პარტიიდან გასახლება მაინც მოხდეს. ის ისევ დინების საწინააღმდეგოდ ცურავს. არც ერთიანობის მანიფესტს აწერს ხელს და არც “ნაციონალური მოძრობიდან” მიდის საკუთარი ნებით. მელიას ხელმოწერა არ იქნება მანიფესტზე, რომელიც ჯერ ვერავინ გაარკვია – ვინ და სად დაწერა, კეზერაშვილმა კვიპროსში თუ მიხეილ სააკაშვილმა ვივამედში – ფაქტია, რომ დიდი შეკრების შემდეგ ყველაფერი ისევ ბურუსით მოცული დარჩა.
დოკუმენტი, რომელსაც დაშლის პირას მყოფი პარტია უნდა გაეერთიანებინა, თავმჯდომარეს და პოლიტიკურ საბჭოს სრულ ლეგიტიმაციას ანიჭებს. ეს კი გაერთიანების ნაცვლად, დაშლის ოფიციალურ გაფორმებას უფრო უტოლდება. ნიკა მელია და მისი მხარდამჭერები ამ სცენარის მიღმა კვლავ დავით კეზერაშვილს ხედავენ, რომელთანაც “კურიერი P.S.-ის” ინფორმაციით, ს ფრთა კვიპროსში ახლაც სტუმრად იმყოფება.
20 წლის შემდეგ, რუსთაველის გამზირი აღმაშენებლის გამზირმა, ხოლო ქუჩა ერთმა პავილიონმა შეცვალა. მოვიდნენ და ვარდებიც არ დავიწყებიათ, ზოგს თეთრი, ზოგს კი წითელი.
იყო ჰიმნი, სცენაზე გამოსვლა რიგითობით, მიმართვები ინგლისურ ენაზე თუმცა სუბტიტრებით. კრიტიკა, ბევრი დაპირება და წარსულის გახსენება.
მოგონებებში მოხვდა მდე პერიოდიც. პარტიამ ს ეს ვიდეოკოლაჟი ლედ ზეპელინის ცნობილი ჰიტით გააფორმა.
ყველაფერი ბუნდოვანი ისევ ბურუსით მოცული დარჩა. ვინ დაწერა რეალურად ერთობის მანიფესტი, რომელსაც ოფიციალური გაყრა უნდა გაეფორმებინა? კითხვა კითხვად დარჩა, თუმცა სცენიდან 11 პუნქტის და დანართის წაკითხვა ს ანდეს.
განსხვავებული აზრი რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” წარმატების ფორმულად ვერ აქცია, ეს საზოგადოებამ 8 თვის განმავლობაში არაერთ სერიად ნახა. ნახა ისიც, რომ პარტიაში კრიზისი და დაპირისპირება ვერც მიხეილ სააკაშვილის ძალისხმევამ დაასრულა. შეკრების დაწყებიდან 70 წუთის შემდეგ სცენა პარტიის თავმჯდომარემ დაიკავა, მაგრამ იმედი აქაც არ გამართლდა და ურჩი თანაპარტიელების გარიცხვის დანაპირები არ შეასრულა.
ხაბეიშვილის სიტყვის დასრულებას შეკრებილების სკანდირება მოჰყვა, თუმცა ლევანის ნაცვლად ისმოდა მიშა.
გამოსვლები მ დაასრულა, თუმცა შეკრებილების პავილიონიდან გასვლა სიტყვის დასრულებამდე დაიწყო. იყო მანიფესტზე ხელმოწერის ცერემონია, ცერემონიის გარეშე და ისე როგორც სცენაზე, სცენის მიღმაც ლიდერებმა ტექნიკურ და იურიდიულ საკითხებზე საუბრისგან თავი შეიკავეს.
რატომ არ შეასრულა დაპირება ლევან ხაბეიშვილმა? პარტიის თავმჯდომარე ისე წავიდა, რომ ისევ არაფერი თქვა.

“პოლიტსაბჭო არის ლეგიტიმური და შეწყდეს ამაზე ლაპარაკი” – წერილი, რომელიც ერთი თვის წინ “კურიერი P.S-მა მოიპოვა, დავით კეზერაშვილმა კვიპროსიდან მიხეილ სააკაშვილს გამოუგზავნა.
“ეს პროცესი დასასრულებელია, თუ არადა პროექტს ვხურავ” – წერდა კეზერაშვილი სააკაშვილს. წარიმართა თუ არა პარტიაში პროცესები ამ სცენარით? ამაზე საუბარი ჩვენთან არ ისურვეს.

მეტიც, პეტრე ცისკარიშვილი, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, კეზერაშვილ-სააკაშვილის შუამავალ როლს ასრულებდა, ჩვენმა კითხვამ გააღიზიანა.

თითქმის ყველას მინუს ნიკა მელია და მისი მხარდამჭერები – 2023 წლის 23 ნოემბერს, “ნაციონალურ მოძრაობაში” რეალობა ასეთია. თუმცა ამ რეალობის ფინალი ისევ უცნობია, რადგან 11 პუნქტიან მანიფესტის დანართს მიხეილ სააკაშვილმა ისევ დანართი დაურთო.
ყოფილი პრეზიდენტი “ნაციონალური მოძრაობის” ერთობის მანიფესტს იწონებს, თუმცა იწუნებს იმ სადაო საკითხს, რომელშიც ნიკა მელიას თანამოაზრეებმა ე.წ. კვიპროსული დირექტივა დაინახეს. სააკაშვილი პოლიტსაბჭოდან გარიყულების დაბრუნებაზე ისევ ალაპარაკდა და როგორც წინა, ეს კვირაც კიდევ უფრო დიდი გაუგებრობით დასრულდა.
ავტორი: იზი ბურნაძე

ასევე დაგაინტერესებთ