ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,, ეს პოლიტიკური საფრთხობელები აქეთ რომ ტალახს ისვრიან!” – ხაბეიშვილი ბოკერიას

,, ეს პოლიტიკური საფრთხობელები აქეთ რომ ტალახს ისვრიან!” – ხაბეიშვილი ბოკერიას

,,ფედელარისტების” დამფუძნებელმა გიგა ბოკერიამ ,,პალიტრას” ეთერში განაცხადა:

,,ეს პროტესტი არ მიჰყავს „ნაციონალურ მოძრაობასა” და ხაბეიშვილს, მიჰყავთ იმ ახალგაზრდებს, პირველ რიგში, ვინც სხედან ციხეში და ვინც აგრძელებენ ამ პროტესტს – ხაბეიშვილის სიტყვებს უნდა შევხედოთ, როგორც პოლიტიკურ ფართხალს”

გიგა ბოკერიას ამ განცხადებას ეხმაურება ნაცმოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი:

,,და ?! ხომ კარგად ხართ ბიჭო ?!  რა ხაბეიშვილი?! მართლა “დაავადდით” ?! აბსოლუტური ზიზღის ობიექტი პოლიტიკოსი, რომ თავს იკავებდეს, ერთიანობას მხარს უჭერდეს, კიდევ აქეთ ისვრის კენჭებს. რა არ მოგწონს ხაბეიშვილის ნათქვამში ან თქვენ ვინ დაგნიშნათ ჩემს რევიზორებად?!

ეს პოლიტიკური საფრთხობელები აქეთ რომ ტალახს ისვრიან! რა ერთ ხმაში “ახმაურდით” ქოცებთან ერთად ?!”

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.