„ეს ორი სიტყვა – “აღიარა” და “ითანამშრომლა” – იყოს თანამგზავრი მონანიების და დანაშაულის გამოსყიდვის“ – ქართველიშვილი ღარიბაშვილზე

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სუს-ის განცხადებაზე, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გამოძიებასთან თანამშრომლობს და უკანონო შემოსავლების მიღება აღიარა:

„როდესაც ამას აკეთებ ისეთი მართლმსაჯულების სისტემის პირობებში, რომელიც “ცა და დედამიწაა” იმასთან შედარებით, სადაც აღიარებითი ჩვენებების დაძალება ხდებოდა “18+” მეთოდებით – უკან გრჩება მსჯელობა “მჯერა/არ მჯერა”. გვჯერა. და კიდევ ერთი რამ, რისიც მჯერა – არის ადამიანის სისუსტე, რაც თითოეული ჩვენთაგანის თანხვედრი ტვირთია მთელი ცხოვრების განმავლობაში. ზოგი რას ვერ უძლებს – ზოგი რას. ეს უკვე ინდივიდუალური აღსარების სფეროა. მაგრამ, არ მეგულება ამ ქვეყანაში არც ერთი ნორმალური ადამიანი – რომელსაც ეს კონკრეტული სიტუაცია გაახარებდა. მაგრამ, არაფერი არ ხდება უფლის ნების გარეშე: თუნდაც ეს ორი სიტყვა – “აღიარა” და “ითანამშრომლა” – იყოს თანამგზავრი მონანიების და დანაშაულის გამოსყიდვის. მე ისინი უფრო მებრალებიან დღეს, ვინც “არ აღიარებს”, “არ თანამშრომლობს” და იმედი აქვს, რომ უფალს “სძინავს” და მისი “მოტყუება” – შერჩება. არა არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს – მაგრამ სწორედ აღიარებაშია ხსნა…“

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ღარიბაშვილს რაღაც უნდა, რაღაცას ცდილობს, მაგრამ ბოლომდე ვერ ბედავს – რეჟიმის წარმომადგენლები კი თავადვე ამბობენ, რომ მათ შორის არიან კორუმპირებულები, მოღალატეები, ერთმანეთს აბეზღებენ, რეჟიმი ჩქარი ტემპით მიდის დასასრულისკენ

არჩილ გორდულაძე მარტა კოსზე – რუკას დახედონ და გაითავისონ, რომ ცივილიზაციური უფსკრულის პირას მყოფი პოზიციიდან საუბარი ისევ მათთვის არის არაჯანსაღი – როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, მეტად შეიძლება სჭირდებოდეს ევროკავშირს საქართველო

ლევან ტიელიძე ნეპალ-ტიბეტის კატასტროფის შესახებ: საქართველოში ბოლო ინვენტარიზაციის მონაცემებით 800-ზე მეტი მყინვარია. მყინვარული და მაღალმთიანი პროცესების შესწავლა მხოლოდ აკადემიური საკითხი აღარ არის, არამედ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია (ვიდეოები)