ეს ომის აქტია… პუტინმა განაცხადა, რომ „რუსეთმა საზღვრები არ იცის“ – ჯო უილსონი პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე

“ეს ომის აქტია”- ასე ეხმაურება ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი პოლონეთის საჰაერო სივრცის დრონებით დარღვევას.
უილსონი მოუწოდებს პრეზიდენტ ტრამპს, რუსეთის ამ ქმედებას სავალდებულო სანქციებით უპასუხოს.
მისივე განცხადებით, პუტინი აღარ კმაყოფილდება მხოლოდ უკრაინაში სროლით და დედებისა და ბავშვების დაბომბვით.
ნატო-ს მოკავშირე პოლონეთს ირანული დრონებით ესხმის თავს მას შემდეგ, რაც ერთ კვირაზე ნაკლები ხნის წინ პრეზიდენტმა ტრამპმა პრეზიდენტ ნავროცკის თეთრ სახლში უმასპინძლა. ეს ომის აქტია. მადლიერები ვართ ნატო-ს მოკავშირეების ომის დამნაშავე პუტინის მიერ თავისუფალი და პროდუქტიული ერების წინააღმდეგ განხორციელებულ არაპროვოცირებულ აგრესიაზე სწრაფი რეაგირებისთვის. მოვუწოდებ პრეზიდენტ ტრამპს, უპასუხოს სავალდებულო სანქციებით, რომლებიც რუსეთის ომის მანქანას გაკოტრებას გამოიწვევს და რუსეთზე დარტყმის უნარის მქონე იარაღით აღჭურვოს.
ის ახლა პირდაპირ სცდის ჩვენს სიმტკიცეს ნატო-ს ტერიტორიაზე. პუტინმა განაცხადა, რომ „რუსეთმა საზღვრები არ იცის“. თავისუფალი და აყვავებული ერები რუსეთს საზღვრების შესახებ ასწავლიან“, – წერს უილსონი.

ასევე დაგაინტერესებთ

კახაბერ მჟავანაძე: მყავს მეუღლე და 2 შვილი. ორივე წარჩინებული სტუდენტია. მეუღლე, ზუსტად ჩემი დაჭერის შემდეგ, დიალიზზეა დამოკიდებული… ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი ტყუილს, რაც ათქმევინეთ სხვებს

ელენე ხოშტარია – თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად, აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას – მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია – ვკონცენტრირდეთ მთავარზე: რეჟიმის ჩამოშლაზე!