,, ეს კანონპროექტი [MEGOBARI აქტი] პასუხია საქართველოში გაუარესებულ დემოკრატიაზე” – კონგრესმენი ჯონი ოლშევსკი
![,, ეს კანონპროექტი [MEGOBARI აქტი] პასუხია საქართველოში გაუარესებულ დემოკრატიაზე” – კონგრესმენი ჯონი ოლშევსკი](/wp-content/uploads/2025/05/IMG_2717-750x375-caRo0G.jpg)
MEGOBARI აქტის განხილვისას რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯონი ოლშევსკიმ განაცხადა:
“2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, ქართველი ხალხი წარმატებით მუშაობდა ქვეყნის დემოკრატიისა და ეკონომიკის განსავითარებლად, ევროკავშირსა და NATO-ში გასაწევრიანებლად… ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქვეყნის ინტეგრაციისა და აუცილებელი რეფორმების გატარების კუთხით. საქართველოს ისტორია ერთ-ერთი წარმატებული ისტორიაა. საქართველო სტრატეგიულად მნიშვნელოვან, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. რუსეთი იქ 2008 წელს შეიჭრა და ოკუპირებული აქვს ქვეყნის 20%….
…ეს კანონპროექტი პასუხია საქართველოში გაუარესებულ დემოკრატიაზე. ეს აჩვენებს ქართველ ხალხს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ დემოკრატიის გზაზე, პატივს ვცემთ მათ უფლებებს და ევროინტეგრაციისკენ მისწრაფებას; ვაჩვენოთ ქართველ ხალხს, რომ კონგრესი თვალს ადევნებს მათ და მხარს უჭერს”.( მთავარი არხის სინქრონული თარგმანი)
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.