ეს კანონი რელიგიური ფარისევლობის ნიშანია, ამიტომ მას მხარს არ დავუჭერთ – იაგო ხვიჩია “ქართული ოცნების” ინიციატივაზე

უნდა გადავიდეს თუ არა რელიგიური ნივთების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის სფეროში – “ქართული ოცნების” ინიციატივა ისევ პოლიტიკური დისკუსიის საგანია.
იდეას ოპოზიციის უმრავლესობის მხარდაჭერა არ აქვს. ხელისუფლების ოპონენტებს სხვადასხვა არგუმენტი აქვთ, მათ შორისაა ის, რომ მხოლოდ ერთი ფაქტიდან გამომდინარე არ არის საჭირო მკაცრი ზომების მიღება.
“რაღაცნაირი სიურპრიზი იყო ის, რომ “გირჩის” ოფისის წმინდა სივრცედ გამოცხადებას აპირებს თურმე საქართველოს ხელისუფლება. ცოტა უხერხულიც კი არის ასეთ წინადადებას მხარი არ დაუჭირო, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ, ჩვენს პრივილეგიასთან ერთად, ვიღაცის უფლებები იზღუდება და ამიტომ, ამ კანონს მხარს არ დავუჭერთ. ეს კანონი არის რელიგიური ფარისევლობის ნიშანი,”- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა