ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ეს იწყება დანაწევრებით და ჰიბრიდული ომით, როგორც ეს მოლდოვასა და საქართველოში იყო, შემდეგ კი ხდება ტოტალური ომი, როგორი ომიც არის უკრაინის წინააღმდეგ – ზელენსკი

ეს იწყება დანაწევრებით და ჰიბრიდული ომით, როგორც ეს მოლდოვასა და საქართველოში იყო, შემდეგ კი ხდება ტოტალური ომი, როგორი ომიც არის უკრაინის წინააღმდეგ – ზელენსკი
ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა:
„ეს არის პოლიტიკური დაპირისპირება, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად უნდა დავუპირისპირდეთ. რუსეთის მცდელობას, დაყოს და შეასუსტოს დემოკრატიული მსოფლიო. ეს არის ბრძოლა საერთო ევროპული ცხოვრების წესის შესანარჩუნებლად, რომელსაც პუტინის რუსეთი ანადგურებს ყველგან, სადაც ფეხს დადგამს. ეს იწყება დანაწევრებით და ჰიბრიდული ომით, როგორც ეს მოლდოვასა და საქართველოში იყო, შემდეგ კი ხდება ტოტალური ომი, როგორი ომიც არის უკრაინის წინააღმდეგ. […]
როგორც არ უნდა შეიცვალოს პოლიტიკური განწყობები ევროპაში, ჩვენი რეალობა ასეთია, რომ ყველა ევროპელს, გამონაკლისის გარეშე, სჭირდება ევროკავშირი. თითოეულ ერს, რომელიც იზიარებს მთელი ევროპის საერთო ღირებულებებს და რომელსაც სურს, როგორც ჩვენ, იცხოვროს მშვიდობიანად. უკრაინელები ასეთ ერს ეკუთვნიან. ასეთივე არიან ჩვენი მეზობლები მოლდოვაში, მოსახლეობა საქართველოში და ბალკანეთის სახელმწიფოები, სხვებიც, რომლებიც პატივს სცემენ ევროპას, თავისუფლებას და კანონის უზენაესობას. რა თქმა უნდა, დადგება ბელარუსის თავისუფლების დროც – ბელარუსის ევროპაში”

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.