ეს ის ბლინკენია, რომელიც სიტყვებს “დედა” და “მამა” შეურაცხყოფად აფასებს, ის ბლინკენია, რომელსაც სულ რაღაც 5 პარასკევი დარჩა თანამდებობაზე

ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, აშშ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის ემზადება.
როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, ეს ის ბლინკენია, რომელიც სიტყვებს “დედა” და “მამა” შეურაცხყოფად აფასებს და ის ბლინკენია, რომელსაც სულ რაღაც 5 პარასკევი დარჩა თანამდებობაზე.
„ენტონი ბლინკენი სანქციებით იმუქრება. შეგახსენებთ ყველას, ეს ის ბლინკენია, რომელმაც სამსახურში გამოსცა ბრძანება და აკრძალა სიტყვების “ქალის” და “კაცის” გამოყენება. ეს ის ბლინკენია, რომელიც ფიქრობს, რომ ადამიანებს აქვთ უფლება, თავად აირჩიონ, რომელ სქესს მიეკუთვნებიან. ეს ის ბლინკენია, რომელიც სიტყვებს “დედა” და “მამა” შეურაცხყოფად აფასებს. დაბოლოს, ეს ის ბლინკენია, რომელსაც სულ რაღაც 5 პარასკევი დარჩა თანამდებობაზე და დაგვემშვიდობება სამუდამოდ! ცოტაც უნდა გავუძლოთ, ძალიან ცოტაც…“ – წერს ნინო ფოჩხუა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც