“ეს ივანიშვილის შურისძიების აღსრულებაა” – გახარიას გუნდი

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდის ერთ–ერთი ლიდერი, გიორგი შარაშიძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს:
„გახარიამ ღირსეულად მოახერხა და მოძალადეებისგან, მეამბოხეებისგან დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი და ახალ უბედურებაში არ შეიყვანა ქვეყანა,” – ბიძინა ივანიშვილი გახარიაზე, 2019. „სასამართლოს დონეზე გვაქვს ყველა დოკუმენტი დალაგებული. ისინი მკაცრ სასჯელს იმსახურებენ და გარწმუნებთ, რომ მიიღებენ კიდეც“, – ბიძინა ივანიშვილი გახარიაზე, 2024. ცხადია, 20 ივნისის საქმე გახარიას წინააღმდეგ არის ბიძინა ივანიშვილის საჯაროდ დაანონსებული პოლიტიკური და პირადი შურისძიების აღსრულება. გახარიას ედავებიან ადამიანების დაზიანების ორგანიზებას, მაშინ, როდესაც 20 ივნისს ადამიანები დაზიანდნენ რეზინის ტყვიებით, ხოლო რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუცია. შეგახსენებთ, რომ „ოცნებამ“ ამ საქმის მასალების ნაწილს გრიფით საიდუმლო დაადო. მიუხედავად გახარიას ადვოკატის მოთხოვნისა, საქმის მასალები სრულად გასაჯაროებულიყო, პროკურატურა უარს აცხადებს. ნათელია, რომ „ოცნებას“ აქვს დასამალი და ისმის კითხვა, რა აქვს დასამალი „ოცნებას“ და ვის აფარებს ხელს?“
ვინ გასცა სროლის ბრძანება? – ამ კითხვაზე პასუხი არ ჩანს. თუ მას არ გაუცია ბრძანება და გამოდის, არ დაემორჩილა უწყება, რომელსაც ხელმძღვანელობა, რა ტიპის პასუხისმგებლობა აიღო მაშინვე, ან თუ ისინი, ვინც ხალხს ესროდნენ, არ იყვნენ მისი უწყებიდან, რომელი უწყებიდან იყვნენ?

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან