ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,, ეს იგივე ხრიკია, რაც რესპუბლიკური საავადმყოფოს შემთხვევაში იქნა გამოყენებული” – რომან გოცირიძე დინამოს სტადიონზე

რომან გოცირიძე დინამოს სტადიონის შესახებ სოციალურ ქსელში წერს;
,,დინამოს სტადიონი 1976 წელს აშენდა და სულ რაღაც 48 წლისაა. მასზე თითქმის ორჯერ ძველია საბჭოთა კავშირისდროინდელი დიდი სტადიონები (კიევის, მოსკოვის “ლუჟნიკის” და სხვა). ერევნის რაზდანის სტადიონიც მასზე ძველია. დინამოს მხოლოდ ქვედა იარუსია ძველი, რომელიც არ არის არავითარ კავშირში დანარჩენ კონსტრუქციასთან.
დღეს რომ დინამოს სტადიონის მასშტაბის ნაგებობა ააშენო, ნახევერი მილიარდი დოლარიც არ ეყოფა.
მთავრობის სურვილი, ააშენოს ახალი, მხოლიდ საფეხბურთო დანიშნულების სტადიონი, ფულის მოტეხვის სურვილითაა განპირობებული.
მთავრობის სურვილი, დაანგრიოს დინამოს სტადიონი, რომელიც თურმე უკვე ამორტიზებულია ( ანუ ფაქტობრივად უბრძანა კობახიხემ სამხარეულის ექსპერტიზის ბიუროს, რომ მსგავსი დასკვნა დაწეროს), ასევე ფულის მოტეხვის სურვილითაა განპირობებული. იქ კორპუსებს ჩადგამენ. ეს იგივე ხრიკია, რაც რესპუბლიკური საავადმყოფოს შემთხვევაში იქნა გამოყენებული.
დინამოს დანგრევით ქვეყანა ფაქტობრივად ფართო პროფილის სპორტული ნაგებობის გარეშე დარჩება (იგულისხმება სარბენი ბილიკები). “ლოკომოტივი” არ არის ამისთვის საკმარისი.
იმედია, ვერ მოასწრებენ ამ და სხვა სახის მავნებლობების ჩადენას.“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.