ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ეს დღე დიდი ხანი გამახსენდება" - მედისონმა "სიტის" დუბლი თავის დაბადების დღეზე შეუსრულა

"ეს დღე დიდი ხანი გამახსენდება" - მედისონმა "სიტის" დუბლი თავის დაბადების დღეზე შეუსრულა

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-12 ტურში "ტოტენჰემმა" გასვლაზე "სიტი" 4:0 გაანადგურა, ლონდელთა მხრიდან კი დუბლი ინგლისელმა ნახევარმცველმა ჯეიმს მედისონმა შეასრულა, რომელიც ამ დღეს 28 წლის გახდა.
ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ეს დაბადების დღე კიდევ დიდხანს ემახსოვრება.
"ეს არის ისეთი დაბადების დღე, რომელსაც კიდევ დიდხანს დავიმახსოვრებ! ჩემპიონების წინააღმდეგ გასვლაზე ასეთი თამაში და თანაც გამარჯვება, წარმოუდგენელია! ეს უნდა დააფასო, მსგავსი რამ ხშირად არ ხდება", - თქვა მედისონმა.
აღსანიშნავია, რომ შემტევი ნახევარმცველი 2016 წლის შემდეგ გახდა "ტოტენჰემის" პირველი ფეხბურთელი, რომელმაც დაბადების დღეზე გაიტანა. 8 წლის
წინ კრისტიან ერიქსენმა მანჩესტერ "სიტისთან" გოლის გატანა საკუთარ დაბადების დღეზე მოახერხა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.