ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ეს დოკუმენტი მასშტაბური ინვესტიციებისკენ გზას გახსნის" - ზელენსკიმ აშშ-თან მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა -

"ეს დოკუმენტი მასშტაბური ინვესტიციებისკენ გზას გახსნის" -  ზელენსკიმ აშშ-თან მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა -

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-თან მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა. ინფორმაციას უმაღლესი რადა ავრცელებს.
კანონის რატიფიცირების შედეგად ამერიკა-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდიც იმქნება.
“ეს დოკუმენტი გახსნის გზას” იმისთვის, რომ ჩვენს ეკონომიკაში მასშტაბური ინვესტიციების მოზიდვა მოხდეს, კერძოდ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში, მრეწველობაში და დაზიანებული რეგიონის აღდგენაზე. შეთანხმების რატიფიცირება შესაძლებლობას მოგვცემს ფონდმა სრულფასოვნად დაიწყოს მუშაობა”, – წერია რადას ინფორმაციაში.
უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის შეთანხმებას 30 აპრილს მოეწერა ხელი, ხოლო უმაღლესმა რადამ მისი რატიფიცირება 8 მაისს მოახდინა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.