“ეს დაგვაზიანებს”– რატომ აღარ დაბლოკა ფიცომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი?

სლოვაკეთის პრემიერმა რობერტ ფიცომ 17 ივლისს ოფიციალურად დაადასტურა, რომ აღარ დაადებს ვეტოს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტს და განმარტა, რომ სანქციების ახალი პაკეტის ბლოკირების გაგრძელება კონტრპროდუქტიული იქნება, დააზიანებს სლოვაკეთის ინტერესებს.
სლოვაკეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი 6-ჯერ დაბლოკა, ახლა კი რობერტ ფიცო ამბობს, რომ პოზიცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა წერილობითი გარანტიები გაუგზავნა, რომელიც გაზის შესაძლო დეფიციტს და ფასს ეხება.
ცნობისთვის, დღეს, 18 ივლისს, ევროკავშირმა სანქციების მე–18 პაკეტი მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – სად არის მიშასთან რომ მიდიოდა ის ლარი, ლარნახევარი, ორი ლარი, სად იკარგება გზაში? ფოთამდე საწვავი ლარნახევარი ღირდა, მაგრამ 2,60 ლარად ყიდდნენ – ქურდული წილია აბსოლუტური ყაჩაღებისა ოლიგარქების