ეს ახალგაზრდები დიდი პასუხისმგებლობის წინაშე აღმოჩნდებიან, მათი დამფინანსებლები კი ჩვეულებრივ ცხოვრებას გააგრძელებენ – თენგიზ შარმანაშვილი კაპროვანში მიმდინარე ტრენინგზე

ეს ახალგაზრდები დიდი პასუხისმგებლობის წინაშე აღმოჩნდებიან, მათი დამფინანსებლები კი ჩვეულებრივ ცხოვრებას გააგრძელებენ – თენგიზ შარმანაშვილი კაპროვანში მიმდინარე ტრენინგზე
თუ ისინი მერე მოქმედებაზე გადავლენ, ეს იქნება კანონსაწინააღმდეგო და კანონის წინაშე აგებენ პასუხს, – ასე ეხმიანება თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი კაპროვანთან მიმდინარე ტრენინგს, რომლის თემაც ხელისუფლების შეცვლაა.
მისი განცხადებით, მთავარი დამნაშავეები მსგავსი ღონისძიებების დამფინანსებლები არიან, რომლებიც გვერდზე გადგებიან, ახალგაზრდებს კი კანონდარღვევისკენ უბიძგებენ.
„მაგრამ აქ მთავარი დამნაშავეები არიან ის ადამიანები, ვინც ამას აფინანსებენ და ამ ახალგაზრდებს უბიძგებენ კანონსაწინააღმდეგო მოქმედების ჩადენისკენ. მერე მათი უმეტესი ნაწილი გვერდზე გადგება და ეს ახალგაზრდები დიდი პასუხისმგებლობის წინაშე აღმოჩნდებიან. მათი დამფინანსებლები კი ჩვეულებრივ ცხოვრებას გააგრძელებენ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კაპროვანის სანაპიროსთან მიმდინარეობს ტრენინგი, რომლის თემა ხელისუფლების შეცვლაა, ახალგაზრდები სამხედრო მომზადების საკითხებსაც გაივლიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში