ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ეს აჩვენებს გიორგი გახარიას მეწვრილმანეობას” – შალვა პაპუაშვილი

“ეს აჩვენებს გიორგი გახარიას მეწვრილმანეობას” – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ირწმუნება, რომ გივი მიქანაძე 2006 წლის მარტში თანამდებობიდან გადამდგარი იყო და ციხის ბუნტის საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს.
რაც შეეხება გივი მიქანაძეს, ის როდესაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ გადაუხვია იმ ფასეულობებს, რომელსაც თავის დროზე ხალხის მხარდაჭერა ჰქონდა, ის გადადგა თანამდებობიდან, იყო წასული საზღვარგარეთ და მუშაობდა საზღვარგარეთ. არანაირი კავშირი რა თქმა უნდა, ამ საკითხთან არ აქვს. ეს უბრალოდ კიდევ ერთხელ აჩვენებს თავად გიორგი გახარიას მეწვრილმანეობას”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
გახარიას გუნდი პროკურატურას მოუწოდებს, დაიწყოს გამოძიება „ქართული ოცნების” დეპუტატის, გივი მიქანაძის წინააღმდეგ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის გვერდზე, გივი მიქანაძის ბიოგრაფიაში ამ წლების სამუშაო გამოცდილება შეტანილი საერთოდ არ არის.
თუმცა, არსებობს დეკლარაციები, რომლის მიხედვითაც, 2006 წელს და 2007 წლის ნაწილიც კი, გივი მიქანაძე, მისივე შევსებული დოკუმენტებით, იუსტიციის მაღალჩინოსანია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.