ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,, ეს არ არის პირველი და ეს ერთ-ერთი გახმაურდა, 30-40-ის ფარგლებში მერყეობს ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტები” – ვახტანგ გომელაური

“ფენტალინით” ბოლო დღეებში 2 ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას აკეთებს შსს?” – ხატია დეკანოიძის კითხვას შს მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური პასუხობს:
,,ეს ძალიან ცუდი ფაქტია, ეს არ არის პირველი და ეს ერთ-ერთი გახმაურდა, თუმცა არ არის იშვიათი, სამწუხაროდ, 30-დან 40-ის ფარგლებში მერყეობს ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტები – ახალგაზრდების და მნიშვნელობა არ აქვს წლოვანებას, არის ეს პრობლემა. მსოფლიოში გასაგებია, მე არ მინდა, ქვეყნები დავასახელო, 10-ჯერ მეტი, არის ევროპის ქვეყნები, აშშ-ის სხვადასხვა შტატში 10-ჯერ მეტი ადამიანი იღუპება, მაგრამ რადგან იქ იღუპება, ჩვენთანაც ასე უნდა დაიღუპოს, ალბათ, ერთობლივად სამუშაო იქნება კომპლექსური და არა მარტო შსს-ს.
ტრანზიტული ქვეყანა ვართ და სამწუხაროდ, შემოდის ეს. მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ საბაჟოსთან ერთად, მაგრამ 100-პოროცენტიან გადახურვას ვერ გავაკეთებთ”

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.