პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ეს არ არის ემოცია“ – რას წერს ირინა სარიშვილი?

„ეს არ არის ემოცია“ – რას წერს ირინა სარიშვილი?

ირინა სარიშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთა სასამართლო პროცესის შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
„გადაჭედილი დარბაზი. იღება კარი და საბრალდებო სკამისკენ მოდიან წელგამართული, თავაწეული, ღიმილიანი 4 ოქტომბრის კაცები:
პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, პაატა მანჯგალაძე, ირაკლი ნადირაძე, ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია, თორნიკე მჭედლიშვილი, ნიკა გვენცაძე… დარბაზი ფეხზე ამდგარი ტაშით ეგებება მათ. დანარჩენი ყველაფერი წარმავალია ამ დიდებული წამების გარდა, როცა 15წლიანი მუხლით ბრალდებულები, ცამდე მართლები და ამაყები თავისი სიმართლით, იქით გამხნევებენ და ძალას გაძლევენ რომ არ გატყდე და ერთი წუთით არ დაეჭვდე იმაში რომ სიმართლე გაიმარჯვებს, აუცილებლად გაიმარჯვებს თუ არ გაჩერდები და ჩვენ არ გავჩერდებით.
ეს არ არის ემოცია – ჩვენ არ გავჩერდებით.“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.