ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,, ეს არჩევნები, სულ მცირე, უცნაური იყო” – პესკოვი რუმინეთის არჩევნებზე

,, ეს არჩევნები, სულ მცირე, უცნაური იყო” – პესკოვი რუმინეთის არჩევნებზე

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა “უცნაური” უწოდა რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელშიც პროევროპელმა კანდიდატმა, ნიკუშორ დანმა გაიმარჯვა. პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ პრორუს კანდიდატს, კალინ ჯორჯესკუს იძულებით არ მიაღებინეს არჩევნებში მონაწილეობა.
ჯორჯესკუმ 2024 წლის 24 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის გამარჯვეებული იყო. თუმცა, შედეგები რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ანულირებულად გამოაცხადა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი კოორდინირებულ ონლაინ კამპანიას აწარმოებდა, რათა ჯორჯესკუს გაემარჯვა.
“ეს არჩევნები, სულ მცირე, ძალიან უცნაური იყო. […] ვიცით იმ კანდიდატის ისტორია, რომელსაც გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი ჰქონდა. ყველანაირი გამართლების გარეშე, მას იძულებით მოახსნევინეს კანდიდატურა” – ამბობს პესკოვი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.