ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ეს არის შანსი, რომ მოასწრო და ჩახტე ევროკავშირისა და ნატოს გაფართოების ბოლო მატარებელში, ქართული ოცნება კი ამ შანსს გართმევთ - ჟიგიმანტას პავილიონისი

ეს არის იმ ტოტის მოჭრა, რომელზეც ზიხარ - შანსი, რომ მოასწრო და ჩახტე ევროკავშირისა და ნატოს გაფართოების ბოლო მატარებელში - იმიტომ, რომ ეს კარები იღება და იხურება, - ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა. მისი თქმით, „რუსული კანონის“ მიღებით ქართული ოცნება ქართველ ხალხს ამ შანსს ხელიდან აცლის.
„ქართული ოცნება გაცლით და რუსულ და ჩინურ სანაგვეზე აგდებს შანსს, მაგიურად გქონდეთ ადგილი ყველაზე უფრო მძლავრი და სტაბილური ქვეყნების კლუბში ამ პლანეტისა", - განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.