არქივი9 თებერვალი, 2024, 12:54
“ეს არის ღია ალიანსი, ზურაბიშვილსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის” – კობახიძე
ეს არის ღია ალიანსი ზურაბიშვილსა და “ნაცმოძრაობას” შორის – ასე აფასებს ახალი პრემიერი ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას.
კობახიძის თქმით, საარჩევნოდ ამ პოლიტიკურ ძალას წარმატების არანაირი შანსები არ აქვს.
ეს არის ღია ალიანსი, რომელიც არის სალომე ზურაბიშვილსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის. სალომე ზურაბიშვილმა პრაქტიკულად დააანონსა ახალი პარტიის შექმნა და დააანონსა ალიანსი კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან. ეს არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგი. არც ისე არც ასე ამ პოლიტიკურ ძალას წარმატების შანსები არ აქვს. ეს არის ჩემი პოზიცია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.