ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ეს არის ფანტაზია მომავლის თემაზე - ზახაროვა კობახიძეს პასუხობს

ეს არის ფანტაზია მომავლის თემაზე, - ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ 2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი იქნება „აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად
„ორი სუვერენული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებმა თავიანთი სათქმელი უკვე თქვეს... ვინაიდან ეს იყო ფანტაზია მომავლის თემაზე, მოდით, ასევე ვუპასუხოთ. თუ იქნება მოქმედებები, რომლებზეც პრაქტიკული პასუხი იქნება გასაცემი, ამის გაკეთება ჩვენც ვიცით", - განაცხადა ზახაროვამ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.