ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ეს არის უფსკრული, ხრამი” – ნინო კასრაძე

მე აქ ვარ იმიტომ, რომ ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო რუსულ კანონის ხელმეორედ ინიციირებაზე. ჩემი თვალსაზრისით, ძალიან ცუდი პროცესია ეს. შარშან მიღწეული შეთანხმება ასე ერთი ხელის მოსმით რომ გადასმულია, ეს ნიშნავს რამხელა წყვეტაა საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. ეს არის უფსკრული, ხრამი. ეს არის დესტრუქციაც და პოლარიზაციის წინაპირობა. ალბათ მიზანიც ესაა.. მაგრამ არ მესმის, არჩევნების წინ რაში აწყობთ დაძაბული სიტუაცია, ერთმანეთთან კონფრონტაცია. არ მინდა სასოწარკვეთაში ჩავარდნა, მაგრამ ჩემი ასაკის ადამიანისთვის ძალიან მძიმეა ამის ნახვა. მაგრამ მაინც მინდა ოპტიმისტური განწყობით ვიყო… ერთი სიტყვა ჩემი გამოსვლის და არის ტროლ-ბოტების შემოსევა, უმძიმესი ვითარებაა, მაგრამ მე ასე ვხედავ, რომ როდესაც ძალიან კრიტიკული სიტუაციაა, საზოგადოება მყისიერად რეაგირებს და მეც ამის იმედი მაქვს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.