“ეს არის უკრაინის მხარდაჭერის მკაფიო სიგნალი და ასევე არის თეთრი სახლის დამარცხებაც” – შარლ მიშელი

3
ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი, შარლ მიშელი, უნგრეთში ორბანის და მისი გუნდის დამარცხებას ეხმაურება და ამბობს:
“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ევროკავშირისთვის და ასევე ისტორიული მომენტი უნგრეთის მომავლისთვის. ვფიქრობ, ამ შედეგებზე დაყრდნობით, შესაძლებელი იქნება მეტი ევროპული ერთიანობის მიღწევა. ასევე, ვფიქრობ, ეს არის უკრაინის მხარდაჭერის მკაფიო სიგნალი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არსებულ კონტექსტში. მოდით პირდაპირ ვთქვათ, ეს ასევე არის თეთრი სახლის დამარცხებაც. გამოკითხვები მიუთითებდა იმაზე, რომ ასეთ შედეგთან ახლოს ვიყავით, თუმცა ბოლომდე არავინ იცის ხოლმე. დღეს ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი მეტი ევროპული ერთიანობისკენ. იმედი მაქვს, ეს საშუალებას მისცემს ევროკავშირს იყოს უფრო ინტეგრირებული, ამბიციური და საბოლოოდ მიიღოს გადაწყვეტილებები, რათა ევროპული სუვერენიტეტი არა მხოლოდ სლოგანი, არამედ რეალობა გახდეს. რადგან ის ფაქტი, რომ აღარ არის ევროპული საბჭოს წევრი, არ ნიშნავს, რომ უცებ ყველაფერი გამარტივდება. ევროკავშირის შიგნით რეალისტები უნდა ვიყოთ. თუმცა აბსოლუტურად ნათელია, რომ სხვადასხვა საკითხებში, განსაკუთრებით ჩვენს ურთიერთობებში უკრაინასთან, თეთრ სახლთან და ზოგადად უნგრეთის როლზე – ეს იყო დამაბრკოლებელი როლი.”

ასევე დაგაინტერესებთ

“ფოტოზე ჩანს ბიჭები, რომლებიც ჩემი მეგობრის სადარბაზოსთან დგანან და საქმეს მირჩევენ, სად მივდივარ? 18-დან 25 წლამდე არიან ყველა. ასეთი უნდა იყოს ჩემი ქვეყანა დღეს, სადაც შვილებს ასე ზრდიან?“

ლაშა ბუღაძე: ჩემთვის ყველა ეს ადამიანი გმირია, ვინც ამას არ შეუშინდა და არ ეშინია, მაგრამ ამორალურად და დანაშაულად მივიჩნევ ყველა იმ აზრს, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ ადამიანს უბიძგებს მსხვერპლშეწირვისთვის!