ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ეს არის საქართველოს დისკრედიტაციის და სააკაშვილის თემის რეაბილიტაციის მორიგი მცდელობა

ეს არის საქართველოს დისკრედიტაციის და სააკაშვილის თემის რეაბილიტაციის მორიგი მცდელობა
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი, ბრიტანულ გამოცემა “The Economist”-ში გამოქვეყნებულ შეკვეთილ სტატიას გამოეხმაურა.
მისი თქმით, აღნიშნული სტატიის მიზანია საქართველოს დისკრედიტაცია და მიხეილ სააკაშვილის თემისთვის აქტუალიზების შეძენის მცდელობა.
“ეს არის საქართველოს დისკრედიტაციის და სააკაშვილის თემის რეაბილიტაციის მორიგი მცდელობა და ზოგადად, ეს ყველაფერიც არის ერთი მთლიანი გეგმის ნაწილი, რომელიც მიმართულია საქართველოს და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ.”
“პატიმარი და ოლიგარქი – ბრძოლა საქართველოს მომავლისთვის” – ამ სათაურით “The Economist”-ში გამოქვეყნდა სტატია, რომლის ავტორიც, მკითხველს მხოლოდ იმ ინფორმაციას უყვება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხარემ მიაწოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი იანვარში საქართველოში იმყოფებოდა და შეხვედრები გამართა, მათ შორის, ცენტრ” ემპათიის” ხელმძღვანელთან, მარიამ ჯიშკარიანთან.
Previous: ქეთი მელუას ლეიბლმა და თავად მომღერალმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გააუქმოს ჩვენი დუეტის ლიცენზია, ანუ მოითხოვეს სიმღერის აღება, მიზეზად კი დასახელდა ქართული LGBT ორგანიზაციებისგან მიღებული საჩივრების სიმრავლე

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.