“ეს არის სამინისტრო, რომელიც მუდმივად ვითარდება და ორიენტირებულია პროგრესზე” – პარლამენტში დღეს იუსტიციის მინისტრს ელოდებიან

პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განაცხადებით, იუსტიციის სამინისტრო მუდმივად ვითარდება, მუდმივად აკეთებს რეფორმებს, ორიენტირებულია პროგრესზე და მათ მიერ საერთაშორისო საადვოკატო და იურიდიულ კომპანიების დაქირავებამ, საქართველოს რამდენიმე ასეული მილიონი დაუზოგა.
მისი თქმით, ეს იურიდიული მომსახურება რომ არ ყოფილიყო, საქართველო ამ საქმეებს წააგებდა და ბევრად მეტი ხარჯი იქნებოდა.
“ეს არის სამინისტრო, რომელიც მუდმივად ვითარდება, მუდმივად აკეთებს რეფორმებს და ორიენტირებულია პროგრესზე. ამ ხარჯებმა, რაც ჩვენ საერთაშორისო საადვოკატო და იურიდიულ კომპანიებს გადავუხადეთ, საქართველოს დაუზოგა რამდენიმე ასეული მილიონი, რომელსაც წააგებდა ჩვენი ქვეყანა, რომ არ ყოფილიყო ეს იურიდიული მომსახურება”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროოპტიმისტები” თავმჯდომარის რომან გოცირიძის თქმით, ხელისუფლება ისეთ კონტრაქტებს დებს, რომელიც შემდეგ სასამართლოში მიდის და ამისთვის უცხოური იურიდიული კომპანიების დაქირავება სჭირდებათ, რაზეც ისეთი თანხები იხარჯება, რამაც შეიძლება ქვეყანა გააკოტროს.
“ხელისუფლება დებს ისეთ კონტრაქტებს, რომელიც შემდეგ სასამართლოში მიდის და ამისთვის ქირაობენ უცხოურ კომპანიებს, ამაზე იხარჯება წარმოუდგენლად დიდი ფული. რას აკეთებს იუსტიციის სამინისტრო, რა ხარისხის ადვოკატებს ქირაობს და როდემდე უნდა გააგრძელოს ხელისუფლებამ ისეთი ხელშეკრულებების დადებას, რომლებმაც შეიძლება ქვეყანა გააკოტროს”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: შეუძლია თუ არა ევროკავშირს რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება სომხეთში, თუ ბრიუსელს ერევანი მხოლოდ მოსკოვის გამაღიზიანებელის როლში აინტერესებს, რადგან თბილისმა და ბაქომ ამას უარით უპასუხეს?!

ბაჩო ოდიშარია: რეჟისორიდან დაწყებული, სპორტსმენით დამთავრებული, ყველას, ვინც თავისი ქვეყნის გულშემატკივარია, აუცილებლად ესაქმება პოლიტიკაში – ვინც ამაზე ქილიკობენ, ალბათ, მათ ყველაზე მეტად ეწყინათ ისეთი სახეების გამოჩენა “ქართული ოცნების” გუნდში, რომელთაც დიდი ამაგი ჰქონდათ ქვეყნის წინაშე და დიდი ავტორიტეტი გააჩნდათ