პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ეს არის მისი ტუტუცი ამომრჩევლისთვის მოტყუებული რაღაც…” – კვირიკაძე კალაძეს პასუხობს

“ეს არის მისი ტუტუცი ამომრჩევლისთვის მოტყუებული რაღაც…” – კვირიკაძე კალაძეს პასუხობს

მსახიობი ირაკლი კვირიკაძე, კახა კალაძეს პასუხობს და ტვ პირველთან, ამბობს:
“ეს არის მისი ტუტუცი ამომრჩევლისთვის მოტყუებული რაღაც. ამომრჩეველს ამით აჯერებს, რომ ადამიანს არ შეიძლება ჰქონდეს პრინციპები და თუ მოქმედებს, აუცილებლად რაღაცისთვის მოქმედებს, ან პოზიციისთვის, ან ფულისთვის, ან რაღაცისთის. არამგონია ეს ვინმემ დაიჯეროს. დათო დოიაშვილი არ აპირებს პოლიტიკაში მოსვლას. ის თავისი საქმის ერთგული რჩება და ეს ტყუილი, რომ აქედან რამე საქმე შეკერონ, არის უსუსური ქმედება”
ცნობისთვის, დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლეს.
დოიაშვილი და მთელი მისი დასი რეჟიმის მიერ დაჭერილი კოლეგის, ანდრო ჭიჭინაძის მხარდასაჭერად აქციებს თვეებია მართავს და სინდისის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აპრილი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.