ეს არის იმ სამწუხარო პოლიტიკის გაგრძელება, რაც საქართველოსთან მიმართებით ხდება უკრაინაში ომის პირობებში ჩვენი როლის თვალსაზრისით – დავით მათიკაშვილი ბრიტანეთის სანქციებზე

ეს არის იმ სამწუხარო პოლიტიკის გაგრძელება, რაც საქართველოსთან მიმართებით ხდება უკრაინაში ომის პირობებში ჩვენი როლის თვალსაზრისით – დავით მათიკაშვილი ბრიტანეთის სანქციებზე
სამწუხაროდ, დიდი ბრიტანეთი გამოირჩევა მსგავსი ქმედებებით, აბსოლუტურად გაუგებარი, აუხსნელი, სამართლებრივად დაუსაბუთებელი ქმედებით – სანქციით, რომლის უკანაც რეალურად არაფერი დგას და აშკარად იკითხება ის სუბიექტური კვალი გლობალური ნეგატიური ძალებისა, რომელთა ცენტრად ამ ბოლო ჟამს ევროპის კონტინენტი გადაიქცა, – ასე გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს.
დეპუტატი აცხადებს, რომ ეს ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან პირველი მსგავსი გადაწყვეტილება არ არის.
„ეს არის იმ სამწუხარო პოლიტიკის გაგრძელება, რაც საქართველოსთან მიმართებით ხდება უკრაინაში ომის პირობებში ჩვენი როლის თვალსაზრისით“, – მიიჩნევს მათიკაშვილი.
ლონდონში მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში და აღნიშნეს, რომ საქართველოს არცერთ ნავსადგურში სანქცირებული გემების შემოსვლის ფაქტი არ დაფიქსირებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა