ეს არის ერთ-ერთი იდეა, რომელიც თქვა მიხეილ სააკაშვილმა, მაგრამ დაივიწყა “ნაცმოძრაობამ” – იაგო ხვიჩა “სუპერ პაკის” იდეაზე

მსჯავრდებულ ს მიერ, ოპოზიციისთვის შეთავაზებულ პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტის შექმნას, პოლიტიკოსები ეხმიანებიან. ოპოზიციური სპექტრის ერთი ნაწილისთვის “ნაციონალურ მოძრაობასთან” ნებისმიერი სახით თანამშრომლობა მიუღებელი რჩება, ხოლო მეორე ნაწილისთვის ამ დრომდე გაუგებარია თუ რა შინაარსი აქვს ე.წ. სუპერ პაკის წინადადებას.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ახალი ოპოზიციური გაერთიანების შესახებ გაჟღერებული ინიციატივა არასერიოზულია და საკუთარი არსებობის საზოგადოებისთვის შეხსენებას ემსახურება.
სააკაშვილის იდეას გაერთიანების შესახებ კიდევ ერთხელ გამოეხმაურნენ “ნაციონალურ მოძრაობაში” “ვივამედთან”, სადაც ყოფილ პრეზიდენტს დაბადების დღე პარტიის წევრებმა მიულოცეს.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ს განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მომავალ არჩევნებში არაპარტიული ადამიანიც კი სისტემის წინააღმდეგ იბრძოდეს.
“ყველა ადამიანი არის გადამწყვეტი, იმიტომ, რომ არის მნიშვნელოვანი ბრძოლა. ბატონმა მიხეილ სააკაშვილმაც აღნიშნა, 1990 წლის შემდგომ ასეთი გადამწყვეტი არჩევნები საქართველოში არ ჩატარებულა, ამიტომ, აუცილებელია საზოგადოება იყოს ერთიანი და არაპარტიული ადამიანიც ჩართული იყოს სისტემის წინააღმდეგ ბრძოლაში”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
პარტია “გირჩის” თავმჯდომარის, ს განცხადებით, ეს არის ერთ-ერთი იდეა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა თქვა და “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაივიწყა.
“ვინაიდან ამას არ მოყვა სათანადო რეაგირება, მივხვდით, რომ ეს არის ერთ-ერთი იდეა, რომელიც თქვა მიხეილ სააკაშვილმა, მაგრამ დაივიწყა “ნაცმოძრაობამ”. ჯერ უნდა გავარკვიოთ, რა იგულისხმება “სუპერ პაკში”, თუ მასში რამე კარგი იგულისხმება, მზად ვარ არათუ გაერთიანებაზე, არამედ თავმჯდომარეობაზეც ვიფიქროთ, მაგრამ თუ შინაარსს თვითონ ვერ იგებენ “ნაცები”, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ასევე დაგაინტერესებთ