ეს არის ერთადერთი პრობლემა, რაც აქვს ჩვენს არჩევნებს – მცდელობა გარედან, რომ ააყირაონ და საკუთარი გემოვნებით დააკომპლექტონ საქართველოს ხელისუფლება

ეს არის ერთადერთი პრობლემა, რაც აქვს ჩვენს არჩევნებს – მცდელობა გარედან, რომ ააყირაონ და საკუთარი გემოვნებით დააკომპლექტონ საქართველოს ხელისუფლება
„არჩევნების ვარგისიანობის პრობლემა კი არ გვქონდა, სინამდვილეში, გვქონდა უცხოეთიდან დაფინანსებული ჯგუფებისა და თვითონ უცხოელების მცდელობა არჩევნების აყირავების“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერში“.
მისივე თქმით, ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც „ცდილობდა არჩევნების აყირავებას“, იყო უცხოეთიდან დაფინანსებული.
„აყირავებას ვებრძოდით მთელი ეს პერიოდი. ISFED-ის პივიტი, გამოგონილი თემები პირადობის მოწმობებზე და 300 000 ადამიანზე – ყველა, თითოეული ეს ორგანიზაცია დაფინანსებული იყო უცხოეთიდან და მოქმედებდა უცხოური კარნახით.
ეს არის ერთადერთი პრობლემა, რაც აქვს ჩვენს არჩევნებს – მცდელობა გარედან, რომ ააყირაონ არჩევნები და საკუთარი გემოვნებით დააკომპლექტონ საქართველოს ხელისუფლება. რა ვქნათ ახლა, ასე გადაწყვიტა ქართველმა ხალხმა ჯერ კიდევ ათასწლეულების წინ, რომ გვინდა ეს დამოუკიდებლობა, გვინდა, რომ ჩვენს თავს ვეყუდნეთ და ბოდიში მოგვითხოვია ზოგიერთ ელჩთან თუ უცხოელთან, თუ მათ კარნახზე არ დადის ქართველი ხალხი“, – აცხადებს .

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი დანიაში აქციის დაშლაზე: უმკაცრესი, ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს ეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ არის მიკერძოებული დამოკიდებულება, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური სარჩული გააჩნია

ირაკლი ზარქუა დანიაში აქციის დაშლაზე: ჩვენ გვიწუნებენ მიდგომას და ამ დროს, კადრები გავრცელდა, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას და ჟურნალისტებს – ეს სახელმწიფოები შემდეგ ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის

ჩვენს სახელმწიფოს რომ მეათედი გაეკეთებინა, წარმომიდგენია, რა რეაქცია იქნებოდა ბრიუსელიდან, ან სხვა დედაქალაქიდან – დასანანია, როდესაც ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, რომ თურმე, ჩვენს ქვეყანას არ აქვს უფლება, დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტები