ეს არის დასტური იმისა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები პოზიტიურ რელსებზე გადავა

„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი -ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და საქართველოს ელჩის თამარ ტალიაშვილის შეხვედრაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ეს აუდიენცია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების პოზიტიურ რელსებზე გადასვლის დასტურია.
როგორც დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ მაღალი დონის ეს შეხვედრა შოკის მომგვრელი იქნება ქართველი რადიკალებისა და საქართველოს არაკეთილმოსურნეებისათვის.
„ამ შეხვედრას, რა თქმა უნდა, აქვს მაღალი პოლიტიკური ფასი. ეს არის დასტური იმისა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები პოზიტიურ რელსებზე გადავა და ამისათვის, შეხვედრაზე იყო შეთანხმებული კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავება, რასაც მიჰყვება ორივე მხარე – ამერიკულიც და ქართულიც.
მე მწამს და ამას ყველა დავინახავთ, რომ ალბათ ელდა ეცა ახლა ოპოზიციას, მითუმეტეს წინასაარჩევნოდ, რომ ასეთი მაღალი დონის შეხვედრა შედგა. ეს, რა თქმა უნდა, მათ ინტერესებში არ შედის. მეტიც, ეს არა მხოლოდ მათ, არამედ საქართველოს არაკეთილმოსურნეების ინტერესს სცდება,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი დანიაში აქციის დაშლაზე: უმკაცრესი, ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს ეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ არის მიკერძოებული დამოკიდებულება, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური სარჩული გააჩნია

ირაკლი ზარქუა დანიაში აქციის დაშლაზე: ჩვენ გვიწუნებენ მიდგომას და ამ დროს, კადრები გავრცელდა, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას და ჟურნალისტებს – ეს სახელმწიფოები შემდეგ ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის

ჩვენს სახელმწიფოს რომ მეათედი გაეკეთებინა, წარმომიდგენია, რა რეაქცია იქნებოდა ბრიუსელიდან, ან სხვა დედაქალაქიდან – დასანანია, როდესაც ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, რომ თურმე, ჩვენს ქვეყანას არ აქვს უფლება, დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტები