ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ეს არის ანტიქართული, ანტიუკრაინულიც და ანტიცივილიზაციური საარჩევნო კამპანია” – ზვიად ქორიძე

“ეს არის ანტიქართული, ანტიუკრაინულიც და ანტიცივილიზაციური საარჩევნო კამპანია” – ზვიად ქორიძე

მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე ქალაქში გაჩენილი ახალ ბანერებს ეხმაურება და ამბობს:
როგორ შეიძლება, რომ აი ამ უმძიმეს კადრებზე, აი ამ უმძიმეს განსაცდელზე, რომელიც აქვს უკრაინულ საზოგადოებას და რომელიც აქვს უკრაინელ ხალხს, ააგო შენი საარჩევნო კამპანია აქ, საქართველოში. აქვს პოლიტიკას თავისი ზნეობის საზღვარი. ჩვენ ვსაუბრობ, რომ რაღაცა იგეგმება “ფეესბეს” კაბინეტებში, რაღაცა იგეგმება რუსეთის “ველიკო დერჟავუ” პოლიტიკაში, ეს არის, სხვა განყენებული კატეგორიები კი არ არის, ასეთი პლაკატები იქმნება, ასეთი მესიჯები იწერება. ეს არის ანტიქართული, ეს არის ანტიუკრაინულიც და ეს არის ანტიცივილიზაციური საარჩევნო კამპანია”. – განაცხადა ზვიად ქორიძემ.
ბოლო რამდენიმე სააათია, ქვეყანაში ახალი ბანერები გაჩნდა – “ქართული ოცნება” საარჩევნო პროპაგანდისთვის უკრაინაში რუსეთის მიერ დაბომბილი შენებების ფოტოებს იყენებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.